top of page
istoria

კომპანიის შესახებ

ისტორია 

ჰუალინგ დაზღვევა”  - ბაზისბანკის  შვილობილი კომპანია და უმსხვილესი ჩინური ინვესტორის - “ჰუალინგ ჯგუფის” წევრია!

 

1993 წელს დაარსდა და უკვე 25 წელია სთავაზობს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ კლიენტებს.

 

2012 წელს ბანკის აქციათა 90% ის მფლობელი უმსხვილესი ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ გახდა.

ახალი ინვესტორის ძლიერი ფინანსური მხარდაჭერით ბანკი განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. სტაბილურად ზრდაზე ორიენტირებამ სწორი შედეგი გამოიღო - ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ექვსეულშია, მისი აქტივები კი მილიარდ ლარს აჭარბებს.

 

2017 წლის ბოლოს „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა და ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა ახალი შვილობილი კომპანიები–„ჰუალინგ დაზღვევა“ და სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“. ჰოლდინგური განვითარება ბანკს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს ფინანსური მომსახურების სრული სპექტრი.

 

უმსხვილესი  კონგლომერატი „ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინურ კერძო კორპორაციას.

იგი დაარსდა 1988 წელს ჩინეთში სინძიანის რეგიონის ქალაქ ურუმჩიში. ჯგუფმა 2007 წლიდან საქართველოში დაიწყო და დღემდე აგრძელებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპისათვის „ჰუალინგ ჯგუფის“ საინვესტიციო კაპიტალი 550 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და საქართველოში ერთ-ერთ წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს.

მისია 

გავხდეთ მომხმარებლისათვის ყველაზე მარტივად გასაგები პროდუქტებისა და სერვისის მიმწოდებელი ძლიერი გუნდის  და მარტივი ბიზნეს პროცესების დახმარებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული კლიენტი, როგორც ინდივიდუალურ ისე კორპორატიულ სექტორში.

ღირებულებები

სიმარტივე - პროდუქტებში და მომსახურებაში 

მოქნილობა - ინდივიდუალური მიდგომა

სისწრაფე - გაცემის პროცესში, ზარალის დარეგულირების  პროცესში

misia da ghirebulebebi
bottom of page